• Twitter
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • Youtube

16 августа 2012 г.

თავი მეორე - "კეთილო დეიდა, მომეცი რეცეპტი"

- რა? ჩემი გამომცხვარი ნამცხვარი გინდათ? კი შვილო! ისეთ კრემიან ბაქლავას ვაკეთებ თავის დროზე შევარდნაძე მიკოცნიდა ხელს.
- დიდი მადლობა გულნარა დეიდა !
- რაის მადლობა შვილო. რამეში თუ წაგადგებით. აგერ ვართ



პროექტი "ეზოს ისტორიები" ნელინელ მიდის სასურველი შედეგისკენ. "დუღილის" პროცესში პროექტის მონაწილე ხელოვანები მელაშვილის ქუჩის მოსახლეობასთან ძალიან დიდ დროს ატარებენ. წესით ასეც უნდა იყოს. მოსახლეობის ( მეზობლების ) გარეშე ხომ ეს პროექტი მაინც არ გამოვიდოდა. ხოდა ამჯერად ერთი კონკრეტული იდეის გამო (რომელიც ერთ ეზოში, მეზობლების მიერ ბოძებული სხვადასხვა პროდუქტისაგან კერძის მომზადების იდუმალებით მოცულ პროცესს გულისხმობს და რომელიც ძალიან გავს "დრუიდების" მიერ საიდუმლო ელექსირის ხარშვის რეტუალს) კარდაკარ დაიარეს მეზობლები და მათთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმდნენ რომ ღრმად პატივცემული მეზობლები არა მხოლოდ საჭირო და სასურველ პროდუქტს მიაწვდიდნენ ჩვენს ხელოვანებს სასურველი და საერთო კერძის მოსამზადებლად, არამედ თავადაც დიდი სიამოვნებით დააცხობნენ ტკბილეულს. საგანგებოდ მომზადებული ნუსხაც კი შედგა თუ რომელი "დეიდა" რომელი ეზოდან რომელ ნამცხვარს დააცხობს.

- აგერ ამ ეზოში შედით, მადლონა ისეთ აჩმას აკეთებს ... უკეთეს ვერ ნახავ. თინა შენ აკეთებ რამეს?!
- მე შვილო ნამცხვარი არ მეხერხება და ყავას აგიდუღებთ იმდენს რამდენიც გინდათ ! ისე კი მაინტერესებს რა გამოვა ამ ამბიდან!

რაც დრო გადის "დუღილის" ტემპერატურა მით უფრო მატულობს. სხვათაშორის დაგპირდით რომ "დუღილს" კიდევ დავუბრუნდებით მეთქი. ხოდა დავუბრუნდებით კიდეც. ერთ პოსტში მინდა "ბულიონი" გაგაცნოთ. ხო, ბულიონი და არა მხოლოდ "ბულიონი".


0 შეტყობინება:

Отправить комментарий

Contact

Get in touch with me


Adress/Street

საქართველო. ბათუმიჭავჭავაძის N 60 Грузия, Батуми, Улица Чавчавадзе N 60

Phone number

+995 597 22 70 00

Website

www.johnsmith.com