• Twitter
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • Youtube

14 августа 2012 г.

თავი პირველი

- ნათელა, ხედავ რა პოპულარული გახდა ჩვენი ეზო?! 
- რა გახდა?!
- პოპულარული. აგერ კიდო მევიდნენ სურათების გადასაღებად, გამოი გარეთ.
- თქვენ ისინი არ ხართ გამოფენა რომ უნდა გააკეთოთ?!
- გამოფენა კი არა ისტორიები უნდა გააცოცხლონ ქალო.
- კაია რამე კაის თუ გააკეთებთ. კაი იქნება



ბათუმში, მელაშვილის ქუჩის ეზოებში უკვე აღარ უკვირთ ფოტოაპარატით, შტატივით და სხვებისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველი იდეებით აღჭურვილი ადამიანების ხშირი სტუმრობა. აქ ეს გავაკეთოთ, აქ კიდევ ის. არა, ასე ჯობია. იქ სხვა რაღაც ჩავდოთ. უი, კი, კი, კარგია მასე - და ახლა უკვე სხვა ეზოში მიდის ბჭობა იმის თაობაზე თუ სად, როგორ და რა გააკეთონ. ეს ფუსფუსი კი ერთი იდეის გამო ხდება რომლის მიხედვით ძველი ბათუმური ეზოების ისტორიის გაცოცხლებასთან ერთად უნდა მოხდეს მათი სახელოვნებო სივრცედ ტრანსფორმირების საკმაოდ საინტერესო მეტამორფოზა. ფოტოგრაფები, მხატვრები და მუსიკოსები ამ ეზოებში პატარა ისტორიების გაცოცხლებას შეეცდებიან. პროექტი სამი დღე გაგრძელდება. წინასწარ შექმნილი რუქის წყალობით ნებისმიერ მსურველს შეეძლება გახდეს ამ საკმაოდ საინტერესო და უჩვეულო პროცესის თანამონაწილე. ხო, თანამონაწილე და არა უბრალოდ მხილველი.

- რას იღებ კაცური კაცი?!
- ვიდეოს
- და რა ნახე აქ გადასაღები თუ ძმა ხარ?
- ეზო, ლამაზი ეზოა
- აია ლამაზი? გადათხრილ გადმოთხრილი? მოდი მაგას ჯობია ლუდი დავლიოთ
- არა ჯერ გადავიღებ
- 23-ში იქნება ეგ გამოფენა ხო? ისე ამ სარდაფში თუ ვინმეს გამოფენას მოაწყობდა ვერც კი ვიფიქრებდი. რას არ მოიფიქრებთ რაა ...


საინტერესო იქნება არა მხოლოდ მეზობლებისთვის ( როგორც უკვე მოიხსენიებენ მელაშვილის ქუჩის პატარა ეზოების მაცხოვრებლებს პროექტის მონაწილენი ) არამედ მხილველთათვისაც. რამდენადაც მე მახსოვს, (და მე საკმაოდ კარგადაც მახსოვს) ანალოგიური პროექტი ბათუმში არ განხორციელებულა. მთელი სამი დღე, მელაშვილის ქუჩის ოთხი ეზო მათი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ალბათ ყველაზე უჩვეულო სანახაობის ეპიცენტრად იქცევა. ტრანსფორმაცია?! მე უფრო მეტამორფოზას დავარქმევდი. რადგან ამ ყველაფერში არა მხოლოდ ტერიტორია, საგნები და სახლები მონაწილეობენ. არამედ თავად ეზოს მაცხოვრებლებიც კი. თუმცა არა მხოლოდ მაცხოვრებლები. 

- ბიძია, ჩემი სახლიც იქნება გამოფენაზე?
- შენს ეზოში იქნება და აბა შენი სახლის გარეშე როგორ?!
- და ტელევიზორშიც ვიქნებით?
- კი, ტელევიზორშიც იქნები
- აუ რა მაგარია... 

მესმის, ამის წაკითხვის შემდეგ დიდად დალაგებული აზრის გამოტანა გაუჭირდება ვინმეს. ან კი როგორ უნდა დაწერო იმის თაობაზე რაც ჯერ არ დახატულა, არ შექმნილა, არ აჟღერებულა, არ შეჭედილა, არ გადაღებულა და არ დალაგებულა. ეს ყველაფერი ხომ ჯერ კიდევ დუღილის პროცესშია. ხო მართლა, დუღილზე გამახსენდა - ამ სიტყვას მომდევნო პოსტში კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით და ცოტათი დაწვრილებით. ამ ბლოგის მისიაც ხომ ესაა, დროდადრო გამცნობოთ ის თუ რა ხდება ამ უჩვეულო პროცესის ირგვლივ. და არა მხოლოდ ირგვლივ . მაშ ასე, თავი პირველი - დუღილი დაიწყო


0 შეტყობინება:

Отправить комментарий

Contact

Get in touch with me


Adress/Street

საქართველო. ბათუმიჭავჭავაძის N 60 Грузия, Батуми, Улица Чавчавадзе N 60

Phone number

+995 597 22 70 00

Website

www.johnsmith.com